|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

600 000 ლარად რეაბილიტირებული გზა ხარაგაულში

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განახორციელა. მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია ბაზალეთი-უბისის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, 2 კმი – იან მონაკვეთზე სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული გზის მონაკვეთი ამ დრომდე ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა. იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ბაზალეთის მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ. ხარაგაულში, ახალი ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებიც ხორციელდება. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 173 890 ლარით აფინანსებს. დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა სოფელ ხიდარში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მოინახულეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 25 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 105 777 ლარით დაფინანსდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა