|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სასტუმროებში ჯამში 698 ნომერია

ბიზნეს ობიექტების კვლევის პრეზენტაციაზე ტურისტულ პოტენციალზეც გამახვილდა ყურადღება. ტურისტულად ყველაზე ატქიური სეზონი შუალედური კვლევის თანახმად ზაფხული და შემოდგომაა. ზაფხულზე ტურისტების 47% სტუმრობს ქალაქს, ხოლო შემოდგომაზე 33%, ზამთარში მათი პროცენტული მაჩვენებელი 7, ხოლო გაზაფხულზე 13 პროცენტია. 

"მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი არც ისე აქტიურია, სეზონი მკვდარი არ არის და შემოსავლის მიღება მაინც არის შესაძლებელი", - განაცხადა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელმა პაატა კლდიაშვილმა. მერიის წარმომადგენლებს სასტუმროების ნომრების დათვლაც არ დავიწყებიათ. აღმოჩნდა რომ ქუთაისში, სასტუმროებში 698 ოთახი და 1401 საწოლია. 
იგეგმება ტურისტული საინფორმაციო ცენტრის აშენებაც. რომელიც ქალაქის ცენტრში უნდა განთავსდეს.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა