|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბიზნეს სექტორში 5%–ით მეტი ქალია დასაქმებული

მერიაში გამართული პრეზენტაციიდან ირკვევა, რომ ქუთაისში დასაქმებულთაგან 55% ქალია, ხოლო მამაკაცი 45%. რაც შეეხება დასაქმებული ქალების ცალკე პროცენტულ მაჩვენებლებს აღმოჩნდა, რომ 10% წარმოებაშია დასაქმებული, 44%– ვაჭრობაში, ხოლო 46%- მომსახურეობის სფეროში. მამაკაცებიდან ვაჭრობის სფეროში დასაქმებულია 31%, წარმოება- 23%, ხოლო მომსახურეობის სფეროში 46. პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო მომავალი სამი წლის განმავლობაში აპირებენ თუ არა ბიზნესსუბიექტები საკუთარი ბიზნესის გაფართოებას. 

"83-მა  თავი შეიკავა კითხვაზე პასუხს გაცემისგან, 1% არაფერი აქვს დაგეგმილი, ხოლო 16% გეგმავს საკუთარ სფეროში სიახლეების დაგეგმვას", - აღნიშნა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა პაატა კდიაშვილმა.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა