|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გზები იმერეთში უხარისხოდ იგება, საჭიროა ახალი ნორმატივები"

ქუთაისში, სამხარეო ადმინისტრაციის დარბაზში ინჟინრებს და არქიტექტორებს სემინარი ჩაუტარდათ. შეხვედრის მიზანი გზების მშენებლობაში ახალი სტანდარტების დანერგვა და უკეთესი ხარისხის მიღებაა. ტექნიკური სამსახურის ზედამხედველობის უფროსის  გივი მებონიას განმარტებით,  ახალი სტანდარტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  დარღვევის გარეშე მოხდეს რეაბილიტირება და მშენებლობა. მისი თქმით, გზებისა და სხადასხვა ინფრასტრუქტრული ობიექტების ხარისხი დამოკიდებულია ზედამხედველობის მონიტორინგზე. 

"აღნიშნული სამსახური იბარებს, ან იწუნებს ამა თუ იმ სამუშაოებს. შემოვიდა ახალი გერმანული და ინგლისური სტანდარტები, რომლის ათვისება  მნიშვნელოვანია უკეთესი ხარისხის მისაღებად",-  განმარტა  გივი მებონიამ.
"სემინარის ჩატარება აუცილებელია საგზაო მიმართულებაში. არის სხვადასხვა კონსტრუქციები, რომლის ცოდნა საჭიროა უკეთესი ხარისხის მისაღებად.  არც თუ ისე ხარისხიანად იგება გზები იმერეთში, ამიტომ  ახალი ნორმატივების ათვისება აუცილებელია",-განაცხადა არქიტექტორმა ალეკო არჩაიამ.
შეხვედრას იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგელები ესწრებოდნენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა