ქუთაისში მევახშემ სახლი გადაწვა
ქუთაისში მევახშემ
სახლი გადაწვა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დამწვარია ორსართულიანი სახლი.
როგორც სახლის მეპატრონე ამბობს, შენობაში არაფერი გადარჩენილა. მეზობლების თქმით, უცხო
მამაკაცმა სახლში ყუმბარის მსგავსი ნივთი შეაგდო: “ყუმბარის მსგავსი რაღაც ესროლა
სახლს. ჯერ ერთ ფანჯარაში შეაგდო, მერე მეორეში. მეზობლებმა ვუყვირეთ, მაგრამ ერთ-ერთ მეზობელს
ქვით გამოეკიდა, რატომ არ მაცლით დაწვასო, ვალი აქვს ჩემიო. მერე პოლიციაც მოვიდა და
ის კაცი დააკავეს“,- ამბობს დაზარალებულის მეზობელი თამარ სამხარაძე.
სახლის მეპატრონემ თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა,
თუმცა მომხდარის მიზეზებზე ისაუბრა: “ვალი მაქვს 5 ათასი. ოთხჯერ გადავიხადე პროცენტი.
ახლა დამიგვიანდა. სამსახურში რომ ვიყავით, მაშინ მოსულა. ეს კაცი სახლში ასაფეთქებლებს ამზადებს“, - განაცხადა დაზარალებულმა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















