მოსახლეობა მცირე საწარმოების გახსნის მომხრეა
"შენი იდეა ქუთაისის განვითარებისთვის" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც მერია ახორციელებს. პროექტის მიზანი ქუთაისის სტრატეგიული განვითარების გეგმაში გასათვალისწინებლად მოქალაქეებიდან წამოსული იდეების ანალიზი და თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების ჩართულობის ზრდაა. ფორუმი წერეთლის უნივერსიტეტში გაიმართა.
"ნიუპრესი" ფორუმზე მისულ მოსახლეობას გაესაუბრა. ისინი მცირე საწარმოების გახსნის მომხრეები არიან. თვლიან, რომ ამ ფორმით მეტი ადამიანი დასაქმდება. "კარგია გზების გაკეთება, ტურიზმის განვითარება, მაგრამ ასევე საჭიროა მინიფაბრიკა, სადაც ადამიანები დასაქმდებიან",- განაცხადა დარეჯან კლდიაშვილმა.
"ელემენტარული 300 ლარიანი ხელფასი რომ გვქონდეს, კარგი იქნება. დიპლომი მაქვს და სახლში ვზივარ. რაიმე ისეთი საწარმო უნდა გაიხნას, რაც მოსახლეობას დაასაქმებს", - აღნიშნა დოდო ნიკოლაძემ.
"კარგი იქნება აგრარული მიმართულებით თუ განვითარდება ქვეყანა. მაგალითად, ქუთაისში შესაძლებელია საკონსერვო ქარხანა გაიხსნას. ქუთაისს აქვს ამის პოტენციალი. კარგი იქნება, 1000 კაცი რომ დასაქმდეს", - განაცხადა მალხაზ ახვლედიანმა.
შედეგები სექტემბრისთვის გახდება ცნობილი.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















