|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

იმერეთის  გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც იყვნენ შეკრებილები, ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგიმ კი დაღუპულთა სულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი მუხნარის ტყე–პარკში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 78 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს. პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია.
 ქუთაისში რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები, და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.

დღესვე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის სადილი მოეწყო, რომელიც მერიის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალურ საკითხთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა