|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„კინო რეგიონებში” -კულტურის სამინისტროს პროექტი

კულტურის სამინისტრში პროექტის „კინო რეგიონებში“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე გაუძღვნენ . 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 19 რეგიონში მაყურებელი წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავს.  კინოჩვენებები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებსა და ცენტრებში გაიმართება, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ეკრანებითა და პროექტორებით აღიჭურვა.  ფილმების ცამონათვალი, რომლებსაც რეგინებში უჩვენებნენ ასეთია: „კრედიტის ლიმიტი“ - რეჟ. სალომე/ნუცა ალექსი-მესხიშვილი,  „მანდარინები“ - რეჟ. ზაზა ურუშაძე, „გრძელი ნათელი დღეები“ - რეჟ. ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი,  „მე ვარ ბესო“ - რეჟ. ლაშა ცქვიტინიძე, „პატარძლები“ - რეჟ. თინათინ ყაჯრიშვილი, „სიმინდის კუნძული“ – რეჟ. გიორგი ოვაშვილი , „შემთხვევითი პაემნები“ - რეჟ. ლევან კოღუაშვილი, „ყარასტანში დაკარგულნი“ - რეჟ. ბენ ჰოფკინსი.  ფილმებს კასპის კულტურის სახლში, ფოთის ფოლკლორის ცენტრში, სსიპ ხულოს თეატრში, მარტვილის, გორის, მარნეულის, ყვარლის, ბაღდადის, ლანჩხუთის , დედოფლისწყაროს, თიანეთის, ნინოწმინდის, ონის, ხარაგაულის, დუშეთის კულტურის ცენტრებში, ასვევ  ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრი „სინემაში“, შპს „საჩხერის კინოში“, თელავი - ა(ა)იპ კისისხევის კულტურის სახლსა და ა(ა)იპ ხაშურის ახალგაზრდული ცენტრში აჩვენებენ. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა