|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. აბიტურიენტებმა დღეს გამოცდა ქიმიაში ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის თქმით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში  მონაწილეობა 40 000-მდე აბიტურიენტმა მიიღო. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში - 4 000-ზე მეტმა სტუდენტმა, საერთო სამაგისტრო გამოცდაში - 12 500-ზე მეტმა კანდიდატმა, პრაქტიკოსი მასწავლებლების საგნის გამოცდაზე - 17 000-ზე მეტმა პედაგოგმა მიიღო მონაწილობა.
მიმინოშვილის თქმით, საგამოცდო პროცესმა უხარვეზოდ ჩაიარა. "ეს არის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილი იმ მთლიანი პროცესის, თუმცა წინ ძალიან მღელვარე პერიოდი გველოდება, რადგან ინტენსიურად მიმდინარეობს გასწორების პროცესი. შემდეგ იქნება აპელაციების პროცესი, შემდეგ სახელმწიფო გრანტის განაწილება და ა.შ. ჩვენი აპლიკანტები და არა მხოლოდ აბიტურიენტები მოუთმენლად ელოდებიან შედეგების გამოცხადებას", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა. 

 შედეგების გამოქვეყნება 27 ივლისიდან დაიწყება.

27 ივლისს ვებგვერდზე www.naec.ge ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები განთავსდება.



ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა