|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურია. პარლამენტმა  ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა. 
ფარული კენჭისყრის დროს პარლამენტის შესაბამის დადგენილების პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.  ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა, ამიტომ წინააღმდეგი არავინ წასულა.
გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე 6 წლის ვადითაა დამტკიცებული. ახალი სტრუქტურა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შს სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა. აღნიშნული უწყება უსაფრთხოების სამსახურებს აერთიანებს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება როგორც მთავრობის, ასევე პარლამენტის წინაშე.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა