|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანტისანიტარია ქუთაისის ძველ ციხეში

ქუთაისში ძველი ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. როგორც ისინი ამბობენ,  ციხის ძველი შენობა ანტისანიტარიის ბუდეა, ადგილობრივებს მრღნელები და მწერები აწუხებენ. 

"ვირთხებს ვერ ვიცილებთ, ადრე აქ სამხედრო საწყობი იყო. მერე ჯართს აგროვებდნენ. გვინდა, გაწმინდონ ეს ტერიტორია. მწერებითაა სავსე და გვაწუხებს. ჩემი სახლის კედელი ამ ციხის კედელზეა და გვეშინია, ქვეწარმავლები არ შემოვიდნენ. ადრე ამბობდნენ, რჩეულიშვილმა შეიძინა და საკონცერტო დარბაზს აკეთებსო. რაც უფრო კარგს გააკეთებენ,  უკეთესია", - განაცხადა ნანული კიტოვანმა.  
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნიუპრესი" ქუთაისის მერიას დაუკავშირდა.  მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ციხე ქალაქის დაქვემდებარებაში არ შედის და შესაბამისად, მის დასუფთავებაზეც პასუხისმგებელი ვერ გახდება. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა