|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“, რომლის თანახმადაც სულ შეწყალებულია 98 პირი. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, შეწყალებულთაგან 74 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მათ შორის ერთი ქალბატონი და ორი არასრულწლოვანი, ხოლო დანარჩენ 24 მსჯავრდადებულს შეფარდებული სასჯელი შეუმცირდება სხვადასხვა ფორმით. ზვიად ქორიძის განცხადებით, შეწყალების კომისიამ 17-18 ივლისს სულ 589 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა. პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და 74 შეწყალებული დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა