|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერა სეზონს სპექტაკლით "მინდია" დახურავს

ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 46-ეთეატრალურ სეზონს ო. თაქთაქიშვილის ოპერით "მინდია" ხურავს. სპექტაკლი 24 ივლისს გაიმართება და  ოთარ თაქთაქიშვილის 90 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.
სპექტაკლს დირიჟორობას პაპუნა ღვაბერიძე გაუწევს. მასში მონაწილეობენ: გიორგი სტურუა,  ნათია სტეფანიშვილი, ლაშა თითბერიძე,  კალისტრატე ხარჩილავა,  ემილ ჩარგაზია,  გიგა აბულაძე.  
სპექტაკლში მონაწილეობას იღებს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, გუნდი და ქორეოგრაფიული დასი, ასევე, ქუთაისის პანტომიმის თეატრი.
რეჟისურაზე მაია გაჩეჩილაძემ იმუშავა. მხატვრული გაფორმება თემურ არსენიძისაა, ხოლო  ქორეოგრაფია - ვახტანგ უშვერიძის. მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძეა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა