|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ენერგეტიკის რეგულირება არის პროფესიული და არა პოლიტიკური საქმიანობა"

ელექტროენერგიის ტარიფების კორექტირების პროცესთან დაკავშირებით "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს.

"გუშინ, სემეკში, სატარიფო განაცხადების განხილვის დროს, პოლიტიკოსების მხრიდან გამოითქვა მოსაზრება სატარიფო რეგულირების პარლამენტში გადატანის შესახებ. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ენერგეტიკის რეგულირება არის პროფესიული და არა პოლიტიკური საქმიანობა. ის მოითხოვს უმაღლეს კომპეტენციას ენერგეტიკის ტექნიკურ, ეკონომიკურ და იურიდიულ საკითხებში, ამ დარგში საერთაშორისო გამოცდილების და ენერგეტიკული სექტორის საქმიანობის ღრმა ცოდნას და, შესაბამისად, რადიკალურად განსხვავდება პარლამენტის ამოცანებისგან. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსების ძალისხმევა მიმართულ იქნას არა ტარიფების გაუმართლებელ დაწევაზე, არამედ მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაზე, რაც უფრო ღირსეული, თუმცა რთული ამოცანაა. სურათზე შეგიძლიათ იხილოთ ტარიფების და შემოსავლების სიდიდის ურთიერთმიმართება განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში. განვითარებულ ქვეყნებში შემოსავლების გაზრდაზე უფრო მუშაობენ, ვიდრე ტარიფის შემცირებაზე"- ნათქვამია განცხადებაში.


ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა