ელექტროენერგიის ტარიფი 3,348 თეთრით გაიზარდა
"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე, 3,348 თეთრით გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
"ენერგო-პრო ჯორჯია" ტარიფის ზრდას 4,8 თეთრით ითხოვდა, თუმცა კომისიამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
როგორც "ენერგო პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, კომპანიისა და სემეკის პროგნოზები ერთმანეთისგან განსხვავდება და "ენერგო პრო ჯორჯია" იძულებული გახდება რამდენიმე თვეში კვლავ შემოიტანოს განაცხადი ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით.
სემეკის მიერ დღეს დადგენილი ტარიფი კი მიმდინარე წლის პირველი აგვისტოდან 31 დეკემბრამდე ჩათვლით პერიოდში იმოქმედებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















