ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში 170 – მა მოსწავლემ დაისვენა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში "მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ.
ბავშვებმა სტუმრებს ქორეოგრაფიული, ლიტერატურული და სასიმღერო ნომრები წარუდგინეს, ბანაკის ორგანიზატორებმა კი მონაწილეები შესაბამისი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
ინგლისურენოვან ბანაკში 15 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან ჩამოსულმა 170 – მა მოსწავლემ დაისვენა. საზაფხულო და ზამთრის ბანაკებს ,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ აფინანსებს, პროექტის მიზანს ბენეფიციარების ლიდერებად ჩამოყალიბება წარმოადგენს.
,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ ძევრის საჯარო სკოლაში კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც წარმატებულ მოსწავლეებს უნივერსიტეტში სწავლის ხარჯები სრულად უნაზღაურდებათ.
მაკლეინის ორგანიზაციისა და ბეისბოლის ფედერაციის მჭირდო თანამშრომლობის საფუძველზე, ძევრის საჯარო სკოლაში, ასევე აქტიურად მიმდინარეობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაცია.
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკი ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















