სოციალურად დაუცველ ბავშვებს ბანაკში დაასვენებენ
ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, კერძოდ, განათლების განყოფილებამ საზაფხულო ბანაკ ,,ციხისძირში“ ქუთაისიდან 70 სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლე გაუშვა. ამის შესახებ ქუთაისის მერიის პრესსამსახური იტყობინება. მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღეში ,,ციხისძირში“ კიდევ 70 ბავშვი გაემგზავრება. მოსწავლეთა მონაცემები მერიას სკოლებიდან მიაწოდეს. ბანაკში ბავშვები 10 დღე დარჩებიან. მათთან იმუშავებენ პედაგოგები. ბავშვების უსაფრთხოებისთვის ადგილზე მაშველებიც იმყოფებიან.
მერია სოციალურად დაუცველ ბავშვებს აგვისტოში სამ ნაკადად შავი ზღვის სანაპიროზე გაუშვებს. ტურიზმის ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტისათვის 2 სამთო ბანაკი მოეწყობა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















