|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამი მილიონი ლარი სამეცნიერო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციისთვის

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკის რესტავრაციისთვის სამი მილიონი ლარი გამოიყო. სამუშაოები მუნიციპალური ფონდიდან ფინანსდება.  საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად კონკურსი უკვე დასრულდა.  

ბიბლიოთეკაში სამუშაოები წლებია არ ჩატარებულა. რესტავრაცია  შიდა და გარე ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მალხაზ ბასილაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოცხადდება. გამარჯვებული კომპანია ბიბლიოთეკის სრულ რეაბილიტაციას მოახდენს.

                                              

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა