როდის დაიწყება სწავლა და რა სიახლეები ელოდებათ მოსწავლეებს
2015-2016 სასწავლო წლის დაწყებამდე ორ თვეზე
ნაკლები დარჩა. სასკოლო პროცესის დაწყებისთვის კი მზადება უკვე მიმდინარეობს. წინა
წლისგან გასხვავებით, წელს მოსწავლეებს ნაკლები სიახლე ელოდებათ. როგორც
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საუბარში
აღნიშნა, მხოლოდ რამდენიმე პროგრამული ცვლილება განხორციელდება და ისიც
პროგრამების დახვეწის კუთხით. უწყებას ძირითადი აქცენტი ცვლილების კუთხით, წელს
პედაგოგებზე აქვს გაკეთებული.
,,უფრო მეტი
პროგრამული
სიახლე
მოსწავლეებისთვის
2016-2017 წლებში
გვაქვს
დაგეგმილი.
ვმუშაობთ
გრიფირებაზე,
მომავალი
სასწავლო
წლისთვის
შეიცვლება
სახელმძღვანელოები.
წლევანდელი
ძირითადი
სიახლე
კი
პედაგოგებს
ეხებათ.
მათზე
გვაქვს
კონცენტრირება.
პედაგოგიკას
სჭირდება
სისტემატიზაცია,
რაც
ამდენი
ხანი
სრულად
იყო
მოშლილი.
ჩვენი
ყურადღება
წელს
ძირითადად
მათზეა
მიმართული,”-
ამბობს
თამარ
სანიკიძე.
სექტემბრიდან ექიმის ახალი კაბინეტები დამატებით 74 საჯარო
სკოლაში ამოქმედდება. ეს სიახლე სამინისტროს 485 730 ლარი
დაუჯდება.
ექიმის კაბინეტის განახლება სამინისტრომ გასულ წელს დაიწყო და სულ
სამედიცინო პუნქტით უკვე 223 სკოლა აღიჭურვა. განათლებისა
და
მეცნიერების
სამინისტროში
განაცხადეს, რომ წელსაც სწავლა 10 სექტემბრის შემდეგ, პირველ ორშაბათს, ანუ 14 სექტემბერს დაიწყება.
2015-16 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლაში 41 424 პირველკლასელი მივა, ბოლო მონაცემებით, სწორედ ამდენმა გაიარა რეგისტრაცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















