|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში ბიბლიოთეკის მოწყობაზე 92 ათასი ლარი დაიხარჯება

ხარაგაულში ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალი შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება. მუნიციპალიტეტში ამ დრომდე ბიბლიოთეკა არასტანდარტულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანაშრომლებისა და მკითხველებისთავის შესაბამისი პირობები არ არსებობდა. ახალი ბიბლიოთეკა გაცილებით დიდ ფართში განთავსდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. შენობაში სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზებიც იფუნქციონირებს. ბიბლიოთეკაში მომხმარებელს 27 000 წიგნიდან შეეძლება არჩევანის გაკეთება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 92 223 ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება. საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები 500 ბიბლიოთეკის ბაზაზე ამოქმედდება.
პროექტების განხორციელება ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.
 საპილოტე
მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა