|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წელს 11 452 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 11 452 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.0% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.0% - არა- სამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პი-რის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

.. მეორე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტე-ბის რაოდენობა 4.8%-ით შემცირდა: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 4.7%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა

 აპრილ-ივნისში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (6 249 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 54.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (4 461 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 39.0%) სახით. როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 93.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე პერიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 336 კოოპერატივი, 335 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 40 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 24 სააქციო საზოგადოება, 3-3 უცხოური არასამე-წარმეო იურიდიული პირის ფილიალი და სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და 1 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა