|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საარჩევნო განვითარების სკოლა -2015" - ის პირველი ეტაპი დასრულდა

ცესკომ საპილოტე პროექტი "საარჩევნო განვითარების სკოლა -2015" -ის პირველი ეტაპი დაასრულა. ორკვირიანი სასწავლო კურსი 17-დან 25 წლამდე ახალგაზრდამ გაიარა. საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში: თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ახალციხესა და მარნეულში ერთდროულად ამოქმედდა.
 ტრენინგი ახალგაზრდებს სპეციალურად გადამზადებულმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა ჩაუტარეს. "საკმაო დაინტერესება იყო ახალგაზრდების. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდა ეს პროექტი და მიეწოდათ მათ ინფორმაცია არჩევნების შესახებ. ეს იყო პროექტის პირველი ნაწილი. სასწავლო კურსის მეორე ეტაპი 27 ივლისს დაიწყება", - განაცხადა საიას იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და ერთ-ერთმა ტრენერმა გიორგი სანტურიანმა.
"საარჩევნო სკოლის" მონაწილეებს სერთიფიკატები ცესკოს წარმომადგენლებმა გადასცეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პოპულარიზაციის მიზნით მეორე პროექტის მეორე ეტაპს დაიწყებს. "სწავლებაში მონაწილეობა 236-მა ახალგაზრდამ მიიღო. მათ მიიღეს ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნებში ჩართული მხარეები, გენდერული თანასწორობა, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ მოთხოვნა და დაინტერესება ახალგაზრდებისაგან საკმაოდ დიდია,  მეორე ეტაპი 9 ოლქში 27ივლისს დაიწყება.  ბათუმში, გორსა და ქუთაისში ყოველდღიურად ორი ჯგუფი გაივლის სწავლებას დილის და საღამოს ცვლაში", - განაცხადა ცესკოს წევრმა გიორგი ჭიქაბერიძემ.
 "საკმაოდ მხიარული და საინტერესო პროცესი იყო. გავეცანით საარჩევნო პროცედურებს. ვაპირებ ვიყო ადმინისტრაციის მოხელე", - აღნიშნა პროექტის მონაწილემ სოფიო არწივიძემ.
 პროექტში ჩართული ახალგაზრდები სამომავლოდ საარჩევნო პროცესებშიც ჩაერთვებიან.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა