ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში" პროექტების პრეზენტაცია გამართა
ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ "ადამიანი გაჭირვებაში" (PIN) მედიას მიმდინარე პროექტები წარუდგინა. ორგანიზაცია 6 პროექტს ახორციელებს. ქუთაისში, თბილისსა და სტეფანწმინდაში მოქმედი ოფისები იმერეთის, კახეთის და მცხეთა-მთიანეთის განვითარების პროგრამებზე მუშაობენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ პროექტებს შორის ერთ-ერთი "გადაწყვეტილების მიღების გამჭვირვალე და ეფექტური პროცესის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში" იყო.
პროექტის ფარგლებში სამტრედიის, ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ჩამოყალიბდა 2014-15 წლის სამოქმედო გეგმა. მასში ჩართული იყო მოსახლეობა, ჯამში, 1800-მდე ადამიანი.
"იმერეთის რეგიონში სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად გრანტები გამოეყო ადგილობრივ თვითმმართველობებს. მათ მოახდინეს პროექტების თანადაფინასება. საერთო ბიუჯეტი 12 800 000 ლარია",- განაცხადა პროექტის კოორდინატორმა თეონა ფურცხვანიძემ.
პრეზენტაციაზე "ENPARD"- ის ფარგლებში განხორცილებულ პროექტებზეც ისაუბრეს, რომლებიც მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდას ემსახურება იმერეთსა და რაჭაში. წარმოდგენილი იყო ახალგაზრდების ჩართულობა - ანგარიშვალდებულების პროექტი.
მიმდინარე პროექტების ძირითადი დონორები და ფინანსური მხარდამჭერები ევროკომისია, ჩეხეთის მთავრობა და მსოფლიო ბანკი არიან.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















