რა ქონებას ფლობს სოსო ჯაჭვლიანი?
"ნიუპრესი" პერიოდულად გაცნობთ საჯარო მოხელეთა ქონებრივ მდგომარეობას. ამჯერად პარლამენტარ სოსო ჯაჭვლიანის მიერ შევსებულ დეკლარაციას შემოგთავაზებთ. პარლამენტის წევრი იოსებ ჯაჭვლიანის პირად საკუთრებაშია ბინა თბილისში, 150.00კვ.მ. ასევე 100 პროცენტით მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლები მცხეთაში -[ 200.00კვ.მ სვანეთში საცხოვრებელი სახლის ფართობი 150.00კვ.მ შეადგენს. ასევე პირადად ფლობს 3 მიწის ნაკვეთს მცხეთაში - 1) ფართობი - 1500.00 კვ.მ, 2) ფართობი - 1500.00 კვ.მ, 3) ფართობი - 800.00 კვ.მ . ჯაჭვლიანის პირად საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი სვანეთში, მესტიაში ფართობი - 1850.00 კვ.მ. მის სახელზეა გაფორმებული ავტოფარეხი თბილისში (25,00კვ.მ)
მეუღლის, ირმა ფირცხალაიშვილის საკუთრებაშია 2 ბინა თბილიში. ჯამში 240.00 კვ.მ. საცხოვრებელი სახლი ბორჯომში (წაღვერი) 80.00კვ.მ და მიწის ნაკვეთს ბორჯომში, ფართობი 500.00კვ.მ.
სოსო ჯაჭვლიანს სახელფასო ანგარიში აქვს ბანკში "ქართუ": 3000.00 GEL კრედიტი(+), ასევე ანგარიშები ,,თი–ბი–სი ბანკი-ში“- დეპოზიტი 200.00 EUR და ასევე ამავე ბანკში დეპოზიტი 150.00 EUR.დეკლარაცია შევსებულია 05/12/2014 -ში.
ჯაჭვლიანს ყავს მეუღლე და 3 შვილი.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















