თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იხნება
დღეს, თბილისში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიხნება.
2010 წლის 27 ნოემბერს ბელგრადში, ოლიმპიური კომიტეტის რიგით 39-ე ასამბლეაზე, გადაწყდა, რომ 2015 წლის ივლისში, რიგით მე-13 -ე ახალგაზრდული
ოლიმპიური ფესტივალი თბილისში ჩატარდებოდა.
სპორტსმენები სპორტის 9 სახეობაში იაპარეზებენ. ოლიმპიადაში კონტინენტის 50 ქვეყნის სპორტსმენი მონაწილეობს.
ოლიმპიადის დაწყებამდე ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უმასპინძლა. ოფიციალური სადილი მთაწმინდაზე გაიმართა. შეხვედრას
მინისტრთა კაბინეტის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს
თავმჯდომარე, ასევე თბილისში მყოფი სომხეთის დელეგაცია ესწრებოდნენ.
პატრიკ ჰიკმა ირაკლი ღარიბაშვილი ფესტივალის სამზადისში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
თბილისი 2015-ის მონაწილეებს
და მთელ საქართველოს დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ოლიმპიური
კომიტეტის ხელმძღვანელი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის
ხელმძღვანელი მიმართავენ. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, გახსნის ცერემონიალი საქართველოს ისტორიაზე და
ქართულ კულტურულ ელემენტებზე იქნება
აგებული. გახსნის
ცერემონიალი თბილისის დროით 20:15 წუთზე
დაიწყება.
ოლიმპიადაში ქუთაისელი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. თბილისში ცერემონიალის გახსნის პარალელურად ქუთაისში, ოპერის თეატრის წინ საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















