რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ოლიმპიადის გახსნას?
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის - "თბილისი 2015" გახსნაზე მიწვეული იყო. რატომ არ დაესწრო გიორგი მარგველაშვილი გახსნის ცერემონიალს? -პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა გასცეს.
"საქართველოს პრეზიდენტი ნამდვილად იყო მიწვეული ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე, ხოლო მიზეზებზე, რატომ შეიძლება არ დასწრებოდა პრეზიდენტი გახსნის ღონისძიებას, მიმართეთ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს", - აცხადებენ ადმინისტრაციაში.
"თბილისი 2015" "მიხეილ მესხის სახელობის" სტადიონზე გუშინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, მინისტრები. პრეზიდენტმა კი ოლიმპიადის გახსნა მონაწილეებს სოციალური ქსელით მიულოცა.
დღეს გიორგი მარგველაშვილმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი, პატრიკ ჯოზეფ ჰიკი "ოქროს საწმისის ორდენით" დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















