|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა თითქმის გაორმაგდა

პოლიციამ ოჯახში ძალადობის ფაქტების გამოვლენა  თითქმის გააორმაგა.  2014 წელთან შედარებით შედეგები ასე გამოიყურება: შსს-მ ამ მომენტისთვის მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 16%-ით გააუმჯობესა და ის 89%- შეადგენს. 2015 წლის 20 ივლისის მონაცემებით, სულ მოხდა 573 შემთხვევა, დევნა დაიწყო 419 შემთხვევაზე.  პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა, რომელიც სასამართლომ დაამტკიცა, 1410-ია. 

რაც შეეხება იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმს, მონაცემებია ასეთია: მომხდარია ძლადობის 98 შემთხვევა, აქედან დევნა დაიწყო 95 შემთხვევაზე.   იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დაფიქირდა ჯანმრთელობის დაზიანების 2 შემთხვევა,  დევნა ორივეზეა დაწყებული. მომხდარია მკვლელობის ერთი შემთხვევა.

შსს-მ ოჯახში ძალადობის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან 2182 შეხვედრა ჩაატარა.

 

 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა