აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფები შემცირდა
აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფები შემცირდა – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი” იუწყება.
მინისტრთა კაბინეტმა “ტარიფების და ელექტროენერგიის შესახებ” რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც 1 კვტ. სტ. ელექტროენერგიის საფასური 40 კაპიკამდე შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ 1 იანვრიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის საფასური გაორმაგდა და კვტ. სთ-ზე 60 კაპიკით განისაზღვრა.
ამ ფაქტმა მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რასაც ანტისახელისუფლებო მიტინგებიც მოჰყვა. მოგვიანებით, დეფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა ტარიფების კლების წინადადებას დაუჭირა მხარი.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















