|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თბილისი 2015" –ის გახსნის ცერემონიალი შშმ პირებზე გათვლილი არ იყო

 „თბილისი 2015“-ის გახსნის ცერემონიალზე მომხდარ დისკრიმინაციის ფაქტზე სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. საზეიმო ღონისძიება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. უჩა ნანუაშვილის თქმით, აღნიშნულ ცერემონიალზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები გათვალისწინებულნი არ იყვენენ და მათ ღონისძიებაზე დასწრების პრობლემა შეექმნათ. სახალხო დამცველი მომხდარს კონკრეტული სოციალური ჯგუფის დისკრიმინაციად აფასებს და იმედოვნებს, რომ მომავალში დაგეგმილ  კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე ორგანიზატორები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს გაითვალისწინებენ.

2015 წლის 26 ივლისს ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალი „თბილისი 2015“–ის ორგანიზატორების მიერ, არ მოხდა ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე დასწრების მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება. ეტლით მოსარგებლე ადამიანებს შეექმნათ დაბრკოლება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში.

საქართველოში სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების იგნორირება. არაადაპტირებული გარემო და პირობები ხშირად ხდება ამ პირთა დისკრიმინაციის საფუძველი. საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, გაითვალისწინოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების თანაბარი მისაწვდომობა, დისკრიმინაციის გარეშე.“- ნათქვამი უჩა ნანუაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა