|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერმა ერთი დღე ბანაკში ბავშვებთან ერთად დაისვენა

ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა საზაფხულო ბანაკ ,,ციხისძირშიქუთაისიდან 70 სოციალურად დაუცველი და წარმატებული მოსწავლე გაუშვა. პირველი ნაკადი ბანაკში 10 დღეს დარჩება, მეორე ნაკადი კი, ასევე 70 ბავშვი რამდენიმე დღეში გაემგზავრება ,,ციხისძირში“.

აღნიშნულ ბანაკში ქუთაისის მერი შოთა მურღულია და ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი ჩავიდნენ. ქალაქის მერმა ბავშვებთან ერთად მთელი დღე დაჰყო, სადაც საბანაკო რეჟიმით იცხოვრა. ბავშვებმა შოთა მურღულიასგან სამახსოვრო საჩუქრები და სპორტული ინვენტარი მიიღეს. ბანაკს ჰყავს დირექტორი და პედაგოგები. ასევე ბავშვების უსაფრთხოებისთვის ადგილზე მაშველებიც იმყოფებიან. აგვისტოს ბოლომდე ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მიერ იგეგმება კიდევ სამი ბანაკი. ერთი ბანაკი შავი ზღვის სანაპირო კურორტზე, დაახლოებით 100 ახალგაზრდისათვის და 2 მთის ბანაკი ტურიზმის ფაკულტეტის 50-მდე სტუდენტისათვის.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა