|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია დაიწყო

28 ივლისი ჰეპატიტის საერთაშორისო დღეა. მსოფლიო ჯანდაცვიის ორგანიზაციისთვის ეს დღე  ვირუსის და მისგან გამოწვეული დაავადებების მიმართ ცნობიერების გაზრდის ინსტრუმენტია.
 C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია იმერეთშიც დაიწყო. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში პაციენტები სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ. რეგიონში პირველი აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით 250–მდე პაციენტმა C ჰეპატიტზე უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა. პარალელურად სამედიცინო დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა. დილის 10 საათიდან 5 საათამდე მომსახურება 300–ზე მეტმა ადგილობრივმა მიიღო. პაციენტებმა ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინონ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.

მსოფლიოში დღესდღეობით დაახლოებით 240 მილიონი ქრონიკულად დავაადებულია B ჰეპატიტით, ხოლო 150 მილიონზე მეტი ჰეპატიტი C ვირუსის მატარებელია.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა