ქუთაისის ძველი ციხის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდება
ქუთაისის ძველი ციხის შენობას დეზინფექციას სასჯელაღსრულების სამინიტრო ჩაუტარებს. ამის შესახებ "ნიუპრესს" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
"აღნიშნული ტერიტორიის დეზინფექცირება გეგმიურად, წელიწადში ორჯერ მიმდინარეობს. უწყებას უკვე დაგეგმილი აქვს უახლოეს დღეებში მომდევნო ეტაპის განხორციელება და ყოფილი ციხის ტერიტორიის ყოველმხრივი სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარდება", - უპასუხეს "ნიუპრესს" სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურიდან.
ქუთაისის ძველი ციხის მიმდებარედ მცხოვრებმა მოსახლეობამ იქ არსებული ანტისანიტარიის შესახებ რამდენიმე კვირის წინ "ნიუპრესს" განუცხადა.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















