დაკარგული კალათა სკოლის დირექტორთან აღმოჩნდა
"გიმნაზიელი გოგონას" კალათა ნაპოვნია, ის მესამე სკოლის
დირექტორთან აღმოჩნდა. როგორც თამაზ ჭაბუკიანმა აღნიშნა, კალათა გარკვეული პერიოდის
წინ, სკოლასთან დაგდებული იპოვა და შეინახა, რის შესახებაც ქალაქის
მერიას არ აცნობა.
"კალათი ბავშვებს მოუძვრიათ და ძირს ეგდო, ავიღე და შევინახე,
რომ არ დაკარგულიყო. ამის შესახებ არავისთვის მიცნობებია",–განაცხადა სკოლის
დირექტორმა.
თუმცა, კალათა, ამ დრომდე არ დაბრუნებია "მფლობელს". თამაზ ჭაბუკიანის განცხადებით, "გიმნაზიელი გოგონას" ქანდაკებას კალათა აუცილებლად დაუბრუნდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















