მოსახლეობას შიდა გზების მოუწესრიგებლობა აწუხებს
მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაობი აქტიურად მიმდინარეობს, მოსახლეობის ნაწილს სადარბაზოების შეკეთების, საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი გზების პრობლემა ისევ აწუხებს. ამის შესახებ გამარჯვების მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლებმა ოლქის დეპუტატთან, ნატო ქათამაძესთან შეხვედრისას ისაუბრეს.
„მოუწესრიგებელია ქუჩებში საცხოვრებელ სახლებამდე მისასვლელი გზები, როცა უამინდობაა, წყალი ეზოებში შემოდის. ეს წყალგაყვანილობის სისტემასაც აზიანებს, ისილება და და საერთო პრობლემას ქმნის. გარდა ამისა, ჩვენთან ახლოსაა ე.წ „კეჩის“ ბაზრობა. არის ადგილი, რომელიც პარკირებისთვის უნდა გამოეყენებინათ, მაგრამ არ მოეწყო და მანქანები ისევ ქუჩაში დგას. ქუჩა ვიწროა და პრობლემა ბავშვებს და მოხუცებს ექმნებათ“, - განაცხადა თავისუფლების ქუჩის მცხოვრებმა ლელა ჭუმბურიძემ.
დეპუტატმა მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და მათ დასმული პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















