|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პენსიონერთა შეფასების კოეფიციენტი, შესაძლოა, გაიზარდოს

პენსიონერთა შეფასების კოეფიციენტი იზრდება, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების მეთოდოლოგიაში  ცვლილება  შედის. სიახლე გულისხმობს დახმარების აღდგენას იმ პირებისათვის, რომელთა შემწეობაც დროებით შეწყვიტეს. შესაბამის ცვლილებას მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ. დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციები პირველი აგვისტოდან ამოქმედდება.

„ჯანდაცვის სამინისტრომ ხუთშაბათის მთავრობის სხდომაზე წარადგინა ახალი ინიციატივა რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველი ფენების ახალი მეთოდოლიგიის გადახედვას, რაზეც მთავრობა იმსჯელებს და თუ შევა ცვლილება მარტოხელა პენსიონების საჭიროების კოეფიციენტები გაიზრდება“,- განაცხადა სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნუცა ოდიშარიამ. 

კონკრეტულად რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს, ეს მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი. 

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა