ბულვარში ხეებს ჭრიან
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში ხეებს ჭრიან. სამუშაოებს მერიის დაქვემდებარებაში არსებული "სპეციალური სერვისების" სამსახური ატარებს. სამსახურის წარმომადგენელის, ავთანდილ რობაქიძის განცხადებით, ისინი მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით გამხმარ ხეებს ჭრიან: "მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ვჭრით გამხმარ ხეებს, რომ აქ ქარის ან ძლიერი წვიმის დროს დაზიანებული ხე არ წაიქცეს და ვინმე არ დააზარალოს",-განაცხადა ავთანდილ რობაქიძემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, წვიმის დროს, ბულვარში ხე წაიქცა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















