|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ღია კაფეებს გადასახადი დაუწესდათ

საკრებულომ გარევაჭრობის საკითხზე იმსჯელა, კონკრეტულად კი, კვების ობიექტების წინ ღია კაფეებში მოწყობის შესახებ. დადგინდა, რომ მათ ერთ კვადრატულ მეტრზე ყოველდღიურად 5ლარის გადახდა მოუწევთ.

საკრებულოს უმრავლესობას არ დაეთანხმა „რესპუბლიკელი“ დეპუტატი  ნატო ქათამაძე. მან საკრებულოს მოუწოდა, ყველა გადაწყვეტულებას „ტურიზმის განვითარებას“ ნუ დაუკავშირებენ. „მე ვერ დავუჭერ მხარს ამ საკითხს, რადგან ყველგან არ უნდა იყოს უსახური კონსტრუქციები. ნუ ცდილობთ,  ყველაფერი ტურიზმის განვითარებას მიაწეროთ.  არა მგონია, ხუთი ლარით ტურიზმის განვითარება შეიძლებოდეს,“- განაცხადა ნატო  ქათამაძემ.

აღნიშნულ პოზიციას მიემხრო სარკებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.  დეპუტატის განცხადებით, გაურკვეველია, როგორ მოხდა საფასურის კალკულაცია და რატომ აქვს საკვების ყველა ობიექტს გარევაჭრობის მოწყობის უფლება.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა