იურიდიული კომისიის თავმჯდომარე შეუსრულებელ ხელშეკრულებებზე საუბრობს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კახი დვალიშვილმა წლის ანგარიში წარადგინა. კახი დვალიშვილმა იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც კომისიას აქვს. ასეთი აღმოჩნდა მუნიციპალიტეტების აბრებზე წარწერების შეუსაბამობა, კომპიუტერული ტექნიკის მოუწესრიგებლობა, რეგლამენტის დარღვევა და საკითხების დროულად მიუწოდებლობა, ასევე ხარვეზები ხელშეკრულებების გაფორმებასთან.
"იყო შემთხვევები, როცა მასალები დეპუტატებს დაგვიანებით მიეწოდებოდათ. იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს დეპუტატების მუშაობას, უნდა ჰქონდეთ გამართული ტექნიკა; კომპიუტერები, პრინტერები", - განაცხადა კახა დვალიშვილმა. მან იმ ხელშეკრულებებზეც ისაუბრა, რომელიც მერიასა და კომპანიებს შორის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად გაფორმდა. კახა დვალიშვილის თქმით, კომპანიების ნაწილს ვადლებულებები შეუსრულებელი აქვთ: "არიან კომპანიები, რომლებსაც სამუშაოები უნდა დაესრულებინათ, მაგრამ დაწყებულიც არ აქვთ. უნდა მოხდეს მოსახლეობის ინფორმირება პროექტების მიმდინარეობასთან დაკავშირებით", - განაცხადა კახა დვალიშვილმა. თუმცა, კომპანიების დასახელებისაგან დეპუტატმა თავი შეიკავა. მან აღნიშნულ საკითხზე არც ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















