|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია გოქაძე: "ამ ადამიანებმა ქალაქი სამიკიტნოდ აქციეს"

არასამთავრობო ორგანიზაცია  "ევროპა ჩვენი სახლია" განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის ერთ-ერთი  ლიდერი გია გოქაძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტის ხარჯზე მოქეიფე ჩინოვნიკები თანამდებობიდან უნდა გადადგნენ: "როცა ქალაქის ბიუჯეტში არამიზნობრივი ხარჯის იდეა აისახა, რაც ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ოდის მშენებლობას გულისხმობდა, "ევროპა ჩვენი სახლია"–მ ქალაქის მერს მიმართა, უარი ეთქვა პირადი კომფორტის ახალი კერის დაფინანსებაზე და ეს თანხა უკეთესი მიზნების შესასრულებლად მიემართა. მაშინვე სავარაუდო იყო და აღინიშნა კიდეც ოდის საჭიროებისა და აშენების მიზნების შესახებ.

ეს ადგილი ადგილობრივი ბიუროკრატების საქეიფო ადგილად აშენდა და დღემდე ამ მიზნებს ემსახურება.

მას შემდეგ რაც, არასამუშაო საათებში ოდაში მოქეიფე მხარის და ქალაქის ხელმძღვანელობა შენიშნეს, "სისხლისმსმელი" საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ხვადაგიანის მიკიტნობით, ვარაუდები რეალობად იქცა - ამ ადამიანებმა ქალაქი სამიკიტნოდ აქციეს. მაშინ, როცა ქუთაისი შიმშილობს, სამწუხაროდ, ქალაქის მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ექეიფება. ამ პირობებში მერ მურღულიას ბიუჯეტის ხარჯზე მოლხენის უფლება არ აქვს, არც გუბერნატორ ჭიჭინაძეს და არც ერთ იქ მყოფ ბატონს!

მოქალაქე მურღულიას ქეიფს არავინ უკრძალავს, ბიუჯეტის ხარჯზე მომლხენმა მერმა კი თანამდებობა უნდა დატოვოს! ხალხის მიერ საქმის საკეთებლად დაქირავებული მურღულია უნდა გადადგეს! ჭიჭინაძესაც არ აქვს მორალური უფლება იწოდებოდეს იმერეთის გუბერნატორად",-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა