|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამინისტროების რეკლამირებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

სამინისტროების  რეკლამირებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2015 წლის იანვარი-მაისის პერიოდში  სარეკლამო რგოლების დამზადებაში ჯამში 199,521 ლარი დაიხარჯა, ხოლო  განთავსებში 902,559 ლარი. „საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველომ“ სამინისტროების სარეკლამო დანახარჯებზე ინფორმაცია თავად სახელმწიფო უწყებებიდან და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული პლატფორმიდან მოიპოვა. ამ მონაცემებში არ არის ასახული  ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების სამინისტროს , ასევე იუსტიციის სამინისტროს მიერ დახარჯული თანხები, რადგან როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშშია ნათქვამი მათ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილებზე არ უპასუხეს.
„კომერციულმა არხებმა უფასოდ მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი განათავსეს – ჯანდაცვის სამინისტროს ვიდეორგოლი c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ და გარემოს დაცვის სამინისტროს ვიდეორგოლები ჯარიმებზე მოქალაქეების ინფორმირების თაობაზე. ყველაზე ძვირადღირებული სარეკლამო კამპანია ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ განახორციელა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ბიზნეს ფორუმის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის ვიდეორგოლის დამზადება 43,000 ლარი დაჯდა, მისი ტელეეთერებზე განთავსება კი 463,352 ლარი. სსიპ მეწარმოების განვითარების სააგენტომ პროგრამა „აწარმოე საქართველოსთვის“ პოპულარიზაციისათვის 52,000 ლარის ღირებულების ორი ვიდეორგოლი დაამზადა, რომელთა ეთერში განთავსებაც უწყებას 185,667 ლარი დაუჯდა. განათლების სამინისტროს სარეკლამო რგოლის განთავსება კი, რომელიც განათლების სფეროში არსებულ მდგომარეობას აღწერს, სამინისტროს 124,495 ლარი დაუჯდა. თავად ვიდეორგოლი 8,870 ლარად დამზადდა“, - ნათქვამია კვლევაში. 
კვლევის მიხედვით, მსხვილი ტელევიზიებისთვის სახელმწიფო უწყებებიდან რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხა მათი შემოსავლის დიდ წილს არ წარმოადგენს. ტელეკომპანია „რუსთავი 2”-თვის სამინისტროებიდან და სსიპ-ებიდან ნახევარი წლის განმავლობაში მიღებული თანხა არხის 2015 წლის I კვარტლის შემოსავლის 3%-ია, ტელეკომპანია „იმედისთვის“ - 6.5%, „მაესტროსთვის“ კი დაახლოებით 10%.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა