|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში კონდიციონერები არ არის

ქუთაისში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი განხილვის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა. საკრებულოს სხდომაზე ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქე გელა ხუნდაძის შენიშვნა მიიღო, რომელმაც ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლებს კომპეტენცია დაუწუნა, მერს კი ტრანსპორტის საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„ვინ  მოიფიქრა და ვინ დაგეგმა ტრანპორტის მოძრაობა ისე, როგორადაც ახლა არის? შეიძლება, ავანგარდს და ნიკეას ერთი და იგივე რაოდენობის ტრანსპორტი ემსახურებოდეს? ავანგარში მოძრავი ერთადერთი ავტობუსიც არ დადის, რის გამოც სოციალურად დაუცველებს მგზავრობის საფასურის გადახდა უწევთ. ამასთან ერთად გაუმართავია ტრანსპორტი, არაა კონდიციონერი, დაზიანებულია სავარძლები“,–განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლებრივად დაუცველთა კავშირის“ თავმჯდომარემ გელა ხუნდაძემ.

„ნიუპრესი დაინტერესდა რა მდგომარეობაა ქალაქში მოძრავ ტრანსპორტში და რამდენად გამართულია ის ზაფხულის სეზონისთვის. როგორც აღმოჩდა, ქუთაისში მოძრავ ავტობუსისა და მიკროავტობუსების უმეტესობაში არ არის კონდიციონერი, დაბინძურებული და მორყეულია სავარძლები. მოქალაქეები ქალაქის ხელისუფლებას მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებენ. მძღოლები კი აცხადებენ, რომ ტრანსპორტის დაბინძურება ისევ მგზავრების მიერ ხდება. რაც შეეხება კონდიციონერებს,  მათ განცხადებით, ის ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„კონდიციონერის ყიდვა ძვირი ჯდება, დაახლეობით 3 ათასი ლარი, რისი საშუალებაც არ გვაქვს. მოსახლეობას ცოტა ხნით უწევთ ტრანსპორტში ყოფნა, ჩვენ  კი მთელი დღე აქ ვართ“, –განაცხადა #100 მარშრუტის მძღოლმა გოჩა ჩხობაძემ.

შეგახსენებთ, რომ მერია ქალაქში მოძრავ 18 სატრანსპორტო ხაზზე კონკურსი ჩაატარა. კონკურსის მთავარი პირობა კი მოწესრიგებული და გამართული სატრანსპორტო საშუალებების გამოყვანა იყო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა