გიორგი მარგველაშვილმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მომზადდა მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული კანონპროექტი, რომელიც საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩენას გულისხმობს.
მთავრობა და საპარლამეტნო უმრავლესობის წარმომადგენლები ვეტოს დადების საფუძველს ვერ ხედავენ. მათი განცხადებით, კანონპროექტის არსებულ რედაქციაში საერთაშორისო ორგანიზაციების შენიშვნები გათვალისწინებულია. ამასთან, როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, სექტემბერში კანონპროექტში საერთაშიროსო სავალუტო ფონდის მიერ გამოთქმული შენიშვნებიც აისახება.
ავტორი: ნიუპრესი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















