|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩინური საწარმოდან ქართველი მუშები გაუშვეს

ქუთაისში ჩინური კომპანიიდან "ეკო მაქსი" 30 ქართველი მუშა გაუშვეს. როგორც ისინი აცხადებენ, საწარმოში არაადამიანურ პირობებში უწევდათ მუშაობა.  არ ჰქონდათ დასვენების დღე და არ აძლევდნენ საპირფარეშოში გასვლის საშუალებას. რაც შეეხება მათ ანაზღაურებას, მუშები ყოველდღე 12 ლარს იღებდნენ.
როგორც მუშები აცხადებენ, ამ საკითხებზე მათ საწარმოს ხელმძღვანელობასთან გასაუბრება სცადეს, თუმცა უშედეგოდ. ამის პასუხად კი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეები სახელმწიფოსგან ყურადღებას ითხოვენ: "არაადამიანური
პირობებში ვმუშაობდით. არც დასვენების დღეები გვქონდა.  შაბათ-კვირა ჩვენთვის არ არსებობდა. არც დასალევი წყალი, ტუალეტშიც გასვლის საშუალებაც კი არ გვქონდა. წყალზე გვეუბნებიან,  სახლიდან მოიტანეთო. დილით 9-ის ნახევრიდან საღამოს 6-ის ნახევრამდე რომ გვეყოს, რამდენი  წყალი უნდა მივიტანოთ, მითუმეტეს ასეთ სიცხეებში?! მთავრობას ვთხოვთ,  ყურადღება მოგვაქციოს, ჩვენსავე ქვეყანაში უუფლებოები ვართ", - ამბობს კახაბერ კორხონჯია. 

"ნიუპრესი" შეეცადა "ეკო მაქსის" ხელმძღვანელობას გასაუბრებოდა: "ახლა შესვენებაზე არიან გასული, დავუკავშირდები და შეგატყობინებთ, გააკეთებენ თუ არა კომენტარს", - განგვიცხადა ცვლის უფროსმა. 
 მოგვიანებით "ეკო მაქსის" წარმომადგენელმა "ნიუპრესს" განუცხადა, რომ რომ კომპანიის ხელმძღვანელები თბილისში "ჰუალინგის" შეხვედრაზე იმყოფებიან.

ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა