ქუთაისის მერია "რუსთავი 2"–ს "მოტყუებული ხალხისთვის" განმარტებას თხოვს
ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის მიერ 18
ივლისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონცერტი
ბალახვანში, ასსაფეხურიან კიბესთან გაიმართებოდა. თუმცა კონცერტი არც აღნიშნულ
ადგილზე ჩატარდა. რის გამოც ქუთაისის მერია რუსთავი 2"–ს
მოსახლეობის მოტყუებაში ადანაშაულებს.
"ბოლო დღეებში მედიასაშუალებებით კიდევ ერთხელ გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ქუთაისში ,,რუსთავი 2“-ის მიერ დაგეგმილი კონცერტის ჩატარების შესახებ. საუბარია თითქოს ქალაქის მერია ხელოვნურად ქმნის პრობლემებს კონცერტის არჩატარების მიზნით. განვმარტავთ, რომ ,,რუსთავი 2“-მა მოითხოვა კონცერტის ჩატარება ცენტრალურ მოედანზე, რაც გამოიწვევდა ძირითადი სატრანსპორტო კვანძის გადაკეტვას. რუსთავი 2-მა ეს ინფორმაცია ბოლომდე არ გაავრცელა. მათი გენერალური დირექტორის მიერ 2015 წლის 17 ივლისს 9 საათიან კურიერში გაკეთდა ქალაქის ხელმძღვანელობის მიმართ არაკორექტული განცხადება, ასევე აღინიშნა, რომ ერთი კვირის თავზე კონცერტი გაიმართებოდა ქალაქ ქუთაისში ბალახვნის მოედანზე. აღნიშნულ ადგილზე კონცერტის ჩატარების წინააღმდეგი ქალაქის მერია არ ყოფილა. ბალახვნის მოედანზე ,,რუსთავი 2“ -ის მიერ კონცერტი არ ჩატარდა და კონცერტზე მისულ ადამიანებს ,,რუსთავი2“ არ დახვდა. შესაბამისად მოტყუებული დარჩა ქალაქის მოსახლეობა. რუსთავი 2-ს ვთხოვთ აუხსნას ქუთაისის მოტყუებულ მოსახლეობას, თუ რატომ არ ჩატარდა 24-25 ივლისს კონცერტი ქუთაისში, რათა აღნიშნული აღარ გახდეს სპეკულირების საბაბი",–ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















