"სახელმწიფო მოქალაქეებს მონური შრომისთვის წირავს"
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ იმერეთის რეგიონებში არსებულ ჩინურ კომპანიებში ქართველი მუშების სამუშაო პირობებს არაადამიანურს უწოდებს. მისი თქმით, სახელმწიფო მოქალაქეებს მონური შრომისთვის წირავს. "ეკო მაქსი"-ს მუშებისთვის არც წყალია, არც საპირფარეშო და შესვენების გარეშე ამუშავებენ. ხე-ტყის ბიზნესი ჩინური კომპანიების ხელშია. ბაღდათში კუბოს ფიცარი რომ უნდოდეს ვინმეს, ვერ იშოვის", - განაცხადა გოგი წულაიამ.
წულაიამ ჩინური კომპანიისთვის ელექტროენერგიის დაბალი ტარიფით მიწოდებაც გააპროტესტა. მისი თქმით, კომპანიას ელექტროენერგია 7 თეთრად მიეწოდება. მისი თქმით, ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა ყველას ერთანაირად უნდა ეხებოდეს: "ქართულ კომპანიებს ელექტროენერგიას 21 და 24 თეთრად აწვდიდნენ ელექტროენერგიას, ახლა 28 და 30 თეთრად მიაწოდებენ. იმ კომპანიებს კი, რომლებიც ქართულ ხე-ტყეს კაფავენ, ელექტროენერგია დაბალი ტარიფით მიეწოდებათ. თუ სადმე ხე დაინახე, ყველგან ჭრიან: ხარაგაულში, რაჭაში- შაორთან. ეს კომპანიები ქართველ მუშა ხელს მიზერულ თანხებზე ამუშავებენ. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა ან ყველა თანაბარ პირობებში ჩააყენონ", - განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ანა ჯიქია





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















