"რუსთავი 2" ქუთაისის მერიის განცხადებას პასუხობს
"რუსთავი
2"–ის მარკეტინგის დირექტორის, გიგა სულაძის განცხადებით, ტელეკომპანიას არ
დაუანონსებია, რომ 25 ივლისს ქუთაისში კონცერტს გამართავდა. როგორც სულაძემ
"ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, 18 ივლისს დაგეგმილი კონცერტის ჩაშლის
შემდეგ, კომპანიის ხელმღვანელობამ აღნიშნა, რომ კონცერტს აუცილებლად ჩაატარებდა, შერჩეული
თარიღის შესახებ კი მოქალაქეებს ინფორმაცია ტელეკომპანიის საშუალებით
მიეწოდებოდათ.
"ჩვენ
არ გვითქვამს ზუსტი დღე და არ ვიცი, ქუთაისის მერიამ აღნიშნული განცხადება რა
ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა, პრომოც კი არ გასულა დაგეგმილი კონცერტის
შესახებ. ჩვენ ვთქვით, რომ კონცერტი ჩატარდებოდა და ეს შეთავაზება ძალაშია.
ვინაიდან მოქალაქეები გასული არიან ქალაქიდან, ამიტომ გადავდეთ ის. თუ როდის გაიმართება კონცერტი, ამის
შესახებ ქუთაისელები ჩვენი ტელევიზიით
შეიტყობენ",–განაცხადა გიგა სულაძემ.
შეგახსენებთ,
რომ ქუთაისის მერიამ დღეს განცხადება გააკეთა და სამაუწყებლო კომპანია
"რუსთავი 2" მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. განცხადებაში ნათქვამი
იყო, რომ მოსახლეობა 25 ივლისს ბალახვანში დაგეგმილი კონცერტის სანახავად მივიდა,
მაგრამ ადგილზე არავინ დახვდა. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის
ხელმძღვანელის განცხადებით, იმის შესახებ, რომ მოსახლეობა ბალახვანში კონცერტის
სანახავად მივიდა, თანამშრომლებისგან შეიტყო. მისივე განმარტებით, კონცერტის
ჩატარების თარიღი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიაა დაანონსა, რითაც
მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















