შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,343 გრ ჰეროინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, დაკავებულს ჰეროინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი


16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















