ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები დავით სერგეენკომ მოინახულა
გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები , რომლებიც ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოინახულა.
სერგეენკოსთან ერთად კლინიკაში იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 4 დაშავებულია მოთავსებული. 2 პოლიციელი ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექთანი კი სტაციონარშია გადაყვანილია. რაც შეეხება სასწრაფო დახმარების მძღოლს, ის უკვე თავს კარგად გრძნობს და დღის განმავლობაში გაწერენ. გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















