"დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს!"
არასამთავრობო ორგანიზაცია „მიგრაციის სახლი“ იწყებს სოლიდარობის კამპანიას სამი სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. ორგანიზაციის წევრები აგროვებენ წიგნებს, ხელნაკეთ ნივთებს და სხვა საგნებს. შეგროვებულ ნივთები საჯარო სივრცეში გაიყიდება. შემოსული თანხით კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარებიან. "გაიღე ნივთი, დაეხმარე მას, ვისაც შენზე მეტად უჭირს!". სოლიდარობის აქცია გაიმართება 4 აგვისტოს, სამშაბათს, დღის 12 საათზე ქუთაისის ცენტრალურ სკვერში, მერიის შენობის წინ. ნივთების მიტანა შეგიძლიათ რადიო „ძველი ქალაქის“ ოფისში (გაპონოვის #30) ან აქციის დღეს ცენტრალურ სკვერში. თანხის შეგროვება მიმდინარეობს საბანკო გადარიცხვითაც. ნებისმიერ მსურველს, კერძო თუ იურიდიულ პირს შეუძლია შემოგვიერთდეს. საბანკო რეკვიზიტები: მიმღები: მიგრაციის სახლი ბანკის კოდი: UGEBGE22 ანგარიშის ნომერი: GE63VT0500000077833602GEL გთხოვთ გადარიცხვის დანიშნულებაში მიუთითოთ ქველმოქმედება . აქციას სოლიდარობას ადგილობრივი მედიასაშუალებები უწევენ. წყალტუბოში მცხოვრები ჯიმშელეიშვილების ხუთშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ქუთისში ჯამაძეების ოჯახი სოციალური დახმრების იმედადაა დარჩენილი. თბილისში მცხოვრები გორგაძეების ხუთსულიანი ოჯახი უსახსორბის გამო შვილს ვერ მკურნალობს. უმცროსი წევრი შშმ პირია
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
12:45
















