|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილთა ბიზნეს კონსულტაციებისთვის 2 მილიონიანი პროექტი იწყება

საქველმოქმედო ცენტრმა "აფხაზეთი" საგრანტო კონკურსის  (დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა) ფარგლებში 4 არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულება გააფორმა. გამარჯვებულთა შორის ერთ–ერთი "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრია". პროექტის  ფარგლებში იძულებით გადაადგილებულ პირთა და მათი მასპინძელი თემებისათვის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი ჩამოყალიბდება, რაც 800–ზე მეტ ბენეფიციარს ბიზნესის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. 
"პროექტის ფარგლებში შიქმნება ბიზნეს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც დევნილები მიიღებენ საჭირო კონსულტაციებს. ამასთან დაგეგმილია საკონსულტაციო ქეისიების შესწავლა. პროექტის ერთ–ერთი მთავარია ამოცანაა დევნილთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციათა გაძლიერება"–განაცხადა "ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ.
ქუთაისის მასშტაბით, პროექტში 160 დევნილი პირი ჩაერთვება, რომლებიც ბიზნესის განსავითარებლად კონსულტაციას გაივლიან, ამასთან ერთად საწყის კაპიტალად მაქსიმუმ 500–დან 400 ევრომდე ღირებულების გრანტს მიიღებენ.
ცენტრი "აფხაზეთისა" და ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ  ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით საქართველოს  რეგიონებში განსახორცილებელი პროექტის ბიუჯეტი 2 მილიონი ევროა. გარდა ქუთაისისა საკონსულტაციო ცენტი წყალტუბოში, ფოთსა და ზუგდიდში განხორციელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა